პროექტებით სწავლება

მოდული 1.

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, სამუშაო განრიგს. გავააანალიზეთ, თუ როგორ შეიძლება პროექტებით სწავლებამ მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. გავეცანით პროექტებით სწავლების ონლაინ და ოფლაინ ვერსიებს, პროექტების ნიმუშებს, შევქმენით პროექტის პორტფილოიოს საქაღალდეები და გავეცანით თითოეული საქაღალდის დანიშნულებას პორტფოლიოს ჩეკ-ლისტის მიხედვით. ასევე გავეცანით პროექტებით სწავლების გზამკვლევს, ვებგვერდზე  ნავიგაციას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, 
 გავარჩიეთ ბლოგის რამდენიმე ბრძანება. 
გამოვყავით პროექტების მახასიათებლები პროექტებზე დაფუძნებული გაკვეთილის მომზადებისთვის საჭირო საკითხები
  •     პროექტის დაგეგმვა, რაც დაგვეხმარება პროექტებზე დაფუძნებული თემის დაგეგმვაში, მიმდინარე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სტრატეგიების განსაზღვრაში.
  •  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები რომელიც აღვიძებს მოსწავლეების ინტერესს და  იწვევს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.
  •  პროექტები მოქმედებაში: მაგალითები პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მიდგომების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების როლების შეცვლის და კლასის გარეთ საზოგადოებასთან თანამშრომლობის.
          მოდული 2.
       ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღეს გაცნობილი მასალის გამეორებით. განვიხლეთ საშინაო დავალებები. ვისაუბრეთ საკუთარი პროექტების იდეებზე, პრობლემურ საკითხებზე. დავგეგმეთ მომავალი პროექტები. გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის ფორმებს; განვიხილეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმები, სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხები, 
           გადავხედეთ პორტფოლიოს პრეზენტაციების ნიმუშებს და შექვმენით ჩვენი პროექტის  პრეზენტაციის მონახაზი. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ჩეკლისტი.

 მოდული 3.
        ტრენინგის მესამე დგეს  განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას. შემდეგ გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებ,  საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.  ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში.
           განვსაზღვრეთ, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას. შემდეგ გავეცნით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე, განიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები.

მოდული 4.
   ტრენინგის მეოთხე დღეს მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ; განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები; შევქმენით და შეაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ბროშურები, ბლოგები.
          პროექტის გეგმებში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები.

მოდული 5.

        ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების განხილვით. შევამოწმეთ ნაშრომში შემავალ ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
        განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.  გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა; გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. 

მოდული 6.
          ტრენინგის მეექვსე დღეს მეოთხე და მეხუთე მოდულში შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების რუბრიკა, სასწავლო პროექტთან ერთად, კიდევ ერთხელ გვაუზიარეთ ერთმანეთს.
         მასწავლებლების მიზანია, ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს, სრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი. მოსწავლეები, შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. ჩვენ ვიმუშავეთ მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე და გავააანალიზეთ, როგორ უნდა ჩართოთ ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში. 
              გავიხსენეთ და გავიაზრეთ სწავლის სხვადასხვა სტილი.
   კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რომ მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს. განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენების მნიშვნელობა მოსწავლეებისთვის და განსაკუთრებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით.
          გავეცანით შაბლონების, ფორმებისა და დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ბმულის ქვეშ Student Support (მოსწავლეთა დამხმარე მასალების) განყოფილებაში.
   განვსაზღვრეთ, რომელი შაბლონები, ფორმები ან დოკუმენტები შეიძლება გამოიყენოთ თქვენს პროექტში, სწავლის ხელშეწყობის მიზნით.
მოდული 7.
ამ ეტაპისთვის ჩვენი სასწავლო პროექტის მიზნები კარგად გვაქვს განსაზღვრული, ასევე, ჩვენ უკვე შეიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები; ახლა უკვე შეგვიძლია ყურადღება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე გადაიტანოთ.

მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შექმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

მოდული 8.
ამ მოდულში წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.  სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისთვის.

ჩემი სასწავლო პროექტის "დედაშვილობა" ფარგლებში შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი "ჩვენი ბროშურა – გილოცავთ დედის დღეს!"

პროექტი "დედაშვილობა"


Комментариев нет:

Отправить комментарий