воскресенье, 28 сентября 2014 г.

ჩემი ბლოგის შესახებ

      მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება არსებითია არა მხოლოდ მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად, არამედ უკეთესი საგანმანათლებლო შედეგების მისაღწევადაც. ამასთანავე, უკეთესად მომზადებული მასწავლებელი უფრო დაფასებულია მოსწავლეების, სკოლის დირექტორის, კოლეგების და მშობლების მიერ.
     პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა თითოეული პედაგოგის უპირველესი მოვალეობაა.  ამისათვის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს რეალური თვითშეფასების უნარი.  მას წორად უნდა დაადგინოს თავისი პროფესიული გავითარების საჭიროება და დაგეგმოს მისი განხორციელების გზები.
ისტ -ის განვითარება დღეს პედაგოგებს გვაძლევს საშუალებას მარტივად და სწრაფად მოვიძიოთ ინფორმაცია ჩვენთვის საჭირო კითხვებზე. ეს არის ასევე ერთ-ერთ- საუკეთესო საშუალება მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის. 
     პედაგოგთა კოლეგიალობა - ეს არის მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა როგორც თავად მისი, ასევე მისი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფისა, საბოლოო ჯამში კი - სკოლის პრესტიჟისა და მისი შემდგომი განვითარებისა.
    ბლოგის შექმნის იდეა სწორედ პედაგოგებთან თანამრომლობის, სიახლეების მოძიების, გამოცდილების გაზიარების სურვილმა გამიჩინა. ვცდილობ ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვას, მივიღო უკუკავშირი და გავიზიარო სხვათა გამოცდილება.